ეს გახლავთ "სქემის" ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ვერსია, ვერსია, რომელზე დაყრდნობიდაც განათლების სამინისტრომ მოამზადა და 300 პედაგოგთან გამართა პრეზენტაცია. იმედია, იგი გამჟღავნების შემდეგ მაინც ვერ შევა ძალაში. წითლად მონიშვნები, ხაზგასმები და სხვა სახელდახელო შენიშვნები ჩემია და ბოდიშს გიხდით, ამ ვარიანტს რომ ვტოვებ.
დ.ფერაძე
რეგულირების სფერო:
მასწავლებლის მომზადება
არსებული მდგომარეობა
საუნივერსიტეტო მომზადება
პროფესიაში შესვლა ეს თავი შეცვალეს ასე: საქმიანობის დაწყება
პრობლემები და გამოწვევები
რაოდენობრივი და ხარისხობრივი პრობლემები
მასწავლებლობის უფლების მოპოვება
მასწავლებლის პროფესიის არამიმზიდველობა
პრობლემათა გადაჭრის გზები
რაოდენობრივი
და ხარისხობრივი პრობლემების გადაჭრის გზები
მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის ზრდა
მასწავლებლობის უფლების მოპოვება
მასწავლებელთა სკოლაში მოზიდვა და დაქირავება
არსებული მდგომარეობა
მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადება, მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
ვაკანსიაზე მასწავლებლის მიღება
პრობლემები და გამოწვევები
მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადება, მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
ვაკანსიაზე მასწავლებლის მიღება
პრობლემათა გადაჭრის გზები
პროფესიული განვითარება
არსებული მდგომარეობა
პრობლემები და გამოწვევები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა
პრობლემების გადაჭრის გზები
მასწავლებლის შეფასების მექანიზმები
არსებული მდგომარეობა
პრობლემები და გამოწვევები
პრობლემათა გადაჭრის გზები
თვითშეფასება - მასწავლებლის პორტფოლიო
სასკოლო შეფასება
საკლასო დაკვირვება
მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვა
გარე შეფასება
საკლასო შეფასება გარე შემფასებლის მიერ
საიდენტიფიკაციო კომისია
დანართი #1
დანართი #2
დ.ფერაძე
მასწავლებლის
მომზადების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სისტემა
თბილისი
2014 წელი
|
სარჩევი
წინამდებარე დოკუმენტი აღწერს მასწავლებლის
მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიან სისტემას
(შემდგომშისისტემა), რომელიც სრულად უპასუხებს საქართველოს ზოგადი განათლების
სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის კომპლექსურ მიდგომებს გვთავაზობს.
იგი არის მასწავლებლის პროფესიის
სახელმწიფო რეგულირების საფუძველი.
რეგულირების სფერო:
სისტემა ვრცელდება პირებზე, რომლებსაც სურთ მასწავლებელთა მომზადების, მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პროცესში ჩართვა.
სისტემა ასევე განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
მის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას მასწავლებლობის მსურველთა მოზიდვის, მასწავლებლის
მომზადების, დაქირავების, პროფესიული განვითარებისა და შეფასების მიმართულებით.
სისტემა მიზნად ისახავს, უზრუნველყოს კვალიფიციური
კადრების მომზადება, მასწავლებლების კომპეტენციების ამაღლება, მათი პროფესიული
განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და მოსწავლეთა შედეგების
გასაუმჯობესებლად.
მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა
და კარიერული წინსვლის სისტემა ხარისხის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნება.
თუ რამდენად ეფუძნება, ვნახავთ
მასწავლებლის მომზადება
არსებული მდგომარეობა
საუნივერსიტეტო მომზადება
ზოგადი განათლების შესახებ კანონში განსაზღვრულია
შემდეგი სახის მასწავლებლები: დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი; საბაზო/საშუალო
საფეხურის საგნის მასწავლებელი; საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი; სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი
ჯგუფის მასწავლებელი; სპეციალური
მასწავლებელი; სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი; დაწყებითი
საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი; საბაზო/საშუალო საფეხურის
საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი. თითოეული სახის
მასწავლებელზე კანონით განსაზღვრულია შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მასწავლებლებს ამზადებენ
ავტორიზებული უნივერსიტეტები აკრედიტებული პროგრამებით. დაწყებითი საფეხურის
მასწავლებელების მომზადება ხდება დაწყებითი განათლების აკადემიური პროგრამებით
საბაკალავრო დონეზე. საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის
მასწავლებელის
მოსამზადებლად უნივერსიტეტები სტუდენტებს
ძირითად პროგრამად სთავაზობენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის
საბაკალავრო პროგრამებს, minor
პროგრამად კი - მასწავლებლის მომზადების (60-კრედიტიან) საგანმანათლებლო
პროგრამას. დარგის ბაკალავრის კომბინაცია მასწავლებლის მომზადების minor
პროგრამასთან კურსდამთავრებულს აძლევს მასწავლებლობის უფლებას. ზოგიერთ უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის
მომზადების სამაგისტრო პროგრამები.
ამჟამად საქართველოში რვა სახელმწიფო და ორ კერძო
უნივერსიტეტში მოქმედებს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
აკრედიტებული პროგრამები. რვავე სახელმწიფო და ერთ კერძო უნივერსიტეტში
ფუნქციონირებს მასწავლებლის მომზადების (60-კრედიტიანი) minor პროგრამები. ექვსი სახელმწიფო და ერთი კერძო
უნივერსიტეტი გვთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს განათლების მართვაში, ერთი
სახელმწიფო უნივერსიტეტი კი - სპეციალური
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
პროფესიაში შესვლა ეს თავი შეცვალეს ასე: საქმიანობის დაწყება
ზოგადი განათლების
შესახებ კანონის შესაბამისად, მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია
სერტიფიცირების გამოცდის გავლა 2014 წლის ბოლომდე. თავის მხრივ, სერტიფიცირების
გამოცდაზე გასვლა 2012 წლამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც,
განათლების მიუხედავად, ჰქონდათ სულ მცირე ერთწლიანი პედაგოგიური სტაჟი ან გავლილი
ჰქონდათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
ადმინისტრირებული მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამა. მაძიებლობის პროგრამა-, მცირე
მასშტაბების გამო- პროფესიაში შესვლის ბარიერად იქცა, რაკი ყველა სკოლას არ ჰყავდა
მენტორი და არ შეეძლო მაძიებლობის მსურველის მიღება.
2012 წელს ზოგადი განათლების კანონში შეტანილი
ცვლილების თანახმად, უმაღლესი განათლების მქონე პირთათვის სკოლაში მუშაობის
ერთწლიანი გამოცდილება ან მაძიებლობის პერიოდის გავლა აღარ არის სავალდებულო. ამან განაპირობა მაძიებლობის პროგრამაზე
მოთხოვნის შემცირება.
პრობლემები და გამოწვევები
რაოდენობრივი და ხარისხობრივი პრობლემები
საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სულ უფრო და უფრო მცირდება პროფესიაში შემომსვლელთა
რიცხვი. გარდა იმისა, რომ მასწავლებლობის მსურველ სტუდენტთა რაოდენობა იკლებს,
დაბალია იმ სტუდენტების რეიტინგი,
რომელთაც განზრახული აქვთ მასწავლებლის პროფესიაში შემოსვლა. განსაკუთრებით კვალიფიციურ სპეციალისტთა
დეფიციტია რიგ საგნებსა და რეგიონებში..
მთელ რიგ სკოლებში (განსაკუთრებით რეგიონებში) რამდენიმე საგანს ერთი და იგივე
პედაგოგი ასწავლის, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც ერთი საგნის სპეციალისტი არ
არის, რაც, ბუნებრივია, დაბლა სწევს სწავლა-სწავლების ხარისხს, პრესტიჟს უკარგავს
სკოლას და, ზოგადად, მასწავლებლის პროფესიას.
პრობლემას ქმნის ისიც, რომ
პედაგოგთა დიდი ნაწილის ასაკი
50-55 წელია (მასწავლებელთა არსებული ნაკადის კვლევა: საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლების მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები. მასწავლებელთა არსებულ და საჭირო
რაოდენობებს შორის ბალანსის კვლევა (მონაცემთა ბაზების სტატისტიკური ანალიზი),
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი, 2012).
მოქმედი
საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით შეზღუდულია მასწავლებლის კვალიფიკაციის მიღების
შესაძლებლობები.
მასწავლებლობის უფლების მოპოვება
ამ
ეტაპისთვის გაურკვეველია პროფესიაში შესვლის გზები.
ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით დასუსტებულია მაძიებლობის ინსტიტუტი. ასევე გაურკვეველია სასერტიფიკაციო გამოცდის,
როგორც პროფესიაში შესვლის ერთადერთი
საშუალების, საკითხი; ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, 2014 წლის ბოლომდე
ყველა მოქმედ მასწავლებელსა და პირს, რომელსაც
სურს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყება, აღნიშნული გამოცდა ჩაბარებული
უნდა ჰქონდეს. მასწავლებელთა საჭირო რაოდენობის მხოლოდ 30%-ს აქვს მოპოვებული
მასწავლებლობის უფლება. ღია კარის
პრინციპით მასწავლებელთა რეკრუტირებამ (შესასრულებელი სამუშაოსთვის საჭირო პირთა ძიება, მოზიდვა და შერჩევა),
ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ვერ გაზარდა მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობა და,
მეორე მხრივ, ამ გზით სერტიფიცირებულების დასაქმება სკოლაში ვერ მოხერხდა.
მასწავლებლის პროფესიის არამიმზიდველობა
მასწავლებლის
პროფესიის არამიმზიდველობას განაპირობებს რიგი ფაქტორები:
– მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო
პროგრამებისადმი საზოგადოების ნაკლები ნდობა, რადგან არსებული პროგრამები ვერ
აკმაყოფილებს მასწავლებლის კვალიფიკაციის მიმართ თანამედროვე მოთხოვნებს . და ამ სისტემისადმი ნდობა შესწავლილია?
– მასწავლებლის შედარებით დაბალი სოციალური სტატუსი
და დაბალი ანაზღაურება.
– არსებული სქემის მიხედვით, მასწავლებლის კარიერული
ზრდის შესაძლებლობების არარსებობა.
– სტუდენტთა დაფინანსებისა და ჩარიცხვის არსებული
სისტემის არაეფექტურობა. მართალია, სახელმწიფო აფინანსებს მასწავლებლის
საბაკალავრო პროგრამას, მაგრამ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი minor პროგრამა
დღეისათვის არ ფინანსდება.
ზემოთ
აღნიშნული ფაქტორები ხელს არ უწყობს როგორც მოტივირებული ახალგაზრდების
წახალისებას განათლების მიმართულებით, ასევე მოქმედი პროფესიონალების სისტემაში
შენარჩუნებას.
პრობლემათა გადაჭრის გზები
რაოდენობრივი
და ხარისხობრივი პრობლემების გადაჭრის გზები
რაოდენობრივი და ხარისხობრივი პრობლემების
დასაძლევად გადამუშავდება მასწავლებლის მომზადების საკვალიფიკაციო ჩარჩო და
დარგობრივი მახასიათებლებლები, რაც უზრუნველყოფს პროფესიაში შესვლის
დივერსიფიცირებულ გზებს; კვალიფიკაციების მრავალფეროვნება განახლებულ საკვალიფიკაციო
ჩარჩოში და აკრედიტაციის გამკაცრებული მოთხოვნები გააუმჯობესებს
მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხს.
უნივერსიტეტები შექმნიან
მასწავლებლის მომზადების განახლებულ, მრავალფეროვან პროგრამებს, რომლებიც
შეესაბამება მასწავლებლის ახალ პროფესიულ სტანდარტს (ბრძანება №39/ნ 2014 წლის 28 მარტი) და დაეყრდნობა
რეგულირებადი პროფესიების მიმართ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნებს.
მასწავლებლის
მომზადების განახლებულ პროგრამებში სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერება ხელს
შუწყობს სათანადოდ მომზადებული, კერძოდ, პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების
შემოსვლას პროფესიაში.
საგნობივი
ჯგუფის სწავლების კვალიფიკაცია შეამცირებს მასწავლებლების დეფიციტს, განსაკუთრებით
რეგიონებში. საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადება იქნება ახალგაზრდების
პროფესიაში მოზიდვის ერთ-ერთი მოტივატორი, რადგან
რამდენიმე საგნის სწავლების შემთხვევაში საათობრივი დატვირთვა მეტი ექნებათ
და, შესაბამისად, ანაზღაურებაც გაეზრდებათ.
მასწავლებლის სამუშაოზე აყვანის სისტემა გახდება
უფრო გამჭვირვალე (იხილეთ მეორე თავი).
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს
შეუწყობს სისტემაში არსებული როგორც
რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი საკადრო დეფიციტის შევსებას.
მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის ზრდა
მასწავლებლის
მომზადების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განახლებული საუნივერსიტეტო
პროგრამები გაზრდის ახალი თაობის ინტერესს, დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას.
ახალი
სტანდარტებით მომზადებული მასწავლებლებით შეივსება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები,
რაც გაზრდის საზოგადოების ნდობას პროფესიისადმი.
მასწავლებლის
მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სისტემა
მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს საკუთარი პროფესიული განვითარება, და,
შესაბამისად, კარიერული ზრდაც.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი
რეგულაცია ხდება იმის გარანტი, რომ მასწავლებლების მიღწევა ადეკვატურად აისახოს
მათ ხელფასზე. 50 ლარით და 2017
წლისთვის 1050 ლარით უმაღლესი კატეგორიისთვის?
მასწავლებლობის
მსურველ სტუდენტთა დაფინანსების სისტემა გახდება უფრო მოქნილი და მიმზიდველი:
დაფინანსდება არა მარტო მასწავლებლის მომზადების ძირითადი პროგრამები, არამედ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრს დაუფინანსდება minor პროგრამა იმ შემთხვევაში, თუ მას არჩეული ექნება მასწავლებლის მომზადების
60-კრედიტიანი მოდული. დაფინანსების
ასეთი მოქნილი სისტემა წაახალისებს
მოტივირებულ ახალგაზრდებს, არჩევანი გააკეთონ მასწავლებლის პროფესიაზე. ეს კი არა, ფინანსური მოტივაცია გააკეთებინებს არჩევანს
მასწავლებლობის უფლების მოპოვება
გაძლიერდება
მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამა და გაუთანაბრდება მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამას, რათა შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის ბაკალავრის
აკადემიური ხარისხის მქონე მასწავლებლობის მსურველებს მიეცეთ პროფესიაში შესვლის
რამდენიმე ალტერნატიული გზის არჩევის შესაძლებლობა.
საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ შევა ცვლილებები მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების ნაწილში, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ნაწილში იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს 2014 წელს დასამტკიცებელ სისტემას. ამავე კანონის გარდამავალი დებულებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული კონცეფციის დანერგვის სამოქმედო გეგმას. ამ ცვლილებების განხორციელებას ხელს შეუწყობდა შემდეგი ტერმინების გამოყენება:
მასწავლებლის ლიცენზია - მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი ვადიანი დოკუმენტი;
მასწავლებლის ლიცენზირება - მასწავლებლობის უფლების მოპოვების პროცესი;
მასწავლებლის სახელმწიფო სერტიფიცირება - ლიცენზირებული მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიის რომელიმე საფეხურის მიღწევის/შენარჩუნების პროცესი;
უმჯობესია, თუ
მასწავლებლის
ლიცენზირება აღიწერება 2014 წლის
ჩათვლით,
როგორც სერტიფიცირების
ტოლფასი
და
2015-დან
- წამყვანი
მასწავლებლის
კატეგორიის
დადასტურება.
ასევე
მნიშვნელოვანია
რელიცენზირების,
ანუ
მასწავლებლობის
უფლების
განახლების
პირობები
და
პროცესი, ხოლო
მასწავლებელთა
სახელმწიფო
სერტიფიცირება
უნდა აღიწეროს
როგორც
მასწავლებლის
პროფესიული
სტანდარტით
დადგენილი
საკვალიფიკაციო
კატეგორიების
(უფროსი
და
მენტორი)
დადასტურების
პროცესი. რას
ნიშნავს?
უნდა შეიქმნას რეგულირებადი პროფესიების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, რომლითაც აღმოიფხვრება ახლანდელი საკანონმდებლო ბუნდოვანება და
შეუსაბამობა რამდენიმე კანონს შორის: საქართველოს შრომის კოდექსი, კანონი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ და კანონები უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ (იხ. დანართი 1 - მასწავლებლის პროფესია და კანონმდებლობა).
საკანონმდებლო შესაბამისობების განმტკიცებისა და მასწავლებლის პროფესიის (ისევე, როგორც სხვა რეგულირებადი პროფესიებისთვის) განვითარებაზე დაფუძნებული რეგულირებისათვის კარგი იქნება, თუკი მომავალ კანონში რეგულირებადი პროფესიების შესახებ, კანონებში უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლებების შესახებ და ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოშიაკადემიური ხარისხებისა და ამგვარ პროფესიებში არსებული საკვალიფიკაციო კატეგორიების ურთირთშესაბამისობის დადგენის გასამარტივებლად პროფესიული კვალიფიკაციები აღწერს პროფესიული განვითარებისა და წინსვლის საფეხურებსაც. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის საკვალიფიკაციო კატეგორიები სწორედ ამგვარ კვალიფიკაციებს [U1] აღწერს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი განათლების სისტემის აღწერაში აკადემიური და პროფესიული სვეტები პარალელურად უნდა ვითარდებოდეს, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების პროფესიონალიზმის ხარისხის დადგენასა და მათ პროფესიულ მობილობას[U2] . იმავდროულად, ასეთი სისტემა უფრო ამყარებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის კონცეფციის საფუძვლიანობას ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსათვის. ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლის ლიცენზირება და სერტიფიცირება ჰარმონიზებული იყოს, რათა არ შეიქმნას „ჩიხი“ უმაღლესი განათლებისა და პროფესიულ კვალიფიკაციებს შორის.
საქართველოს შრომის კოდექსში დასამატებელია მუხლი რეგულირებად პროფესიებში შრომითი ურთიერთობების შესახებ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს
შეუწყობს სისტემაში არსებული როგორც
რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი საკადრო დეფიციტის შევსებას.
მასწავლებელთა სკოლაში მოზიდვა და დაქირავება
არსებული მდგომარეობა
დღეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მასწავლებლების მიღებასა და შრომით საქმიანობას აწესრიგებს 3 ნორმატიული აქტი (დალაგებულია საკანონმდებლო იერარქიის, ანუ უპირატესი ძალის მიხედვით):
-
საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი;
-
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N959 - საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ.
კვალიფიციურ მასწავლებელთა სკოლაში მოზიდვისა
და
დაქირავების
სისტემაში მნიშვნელოვანია 4 საკითხი: მასწავლებლის ვაკანსიის სავალდებულო გამოცხადება, ვაკანსიაზე მასწავლებლის მიღების წესი, ვაკანსიაზე მიღებული მასწავლებლის შრომის დაცვა და მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადება, მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადების შესაძლებლობებია:
მოქმედ მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მისი თანამდებობის
საჭიროების
პირობებში[U3] ან
ახალი მასწავლებლის
დამატების საჭიროება.
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დღეს ბევრად
აქტუალურია (??? დ.ფ.) მოქმედ მასწავლებლებთან
შრომითი ხელშეკრულებების
შეწყვეტის მექანიზმები.
მოქმედ მასწავლებელთა 85%-ზე მეტი
მუშაობს ერთსა და იმავე სკოლაში 5 წელზე მეტ ხანს და საჯარო სკოლებში მოქმედ მასწავლებელთა
95%-ზე მეტთან 2007 წლიდან დაიდო და რეგულარულად
გრძელდება 1-წლიანი შრომითი ხელშეკრულება.
მოქმედ მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულებების მაღალი დაცვის ხარისხი -12.06. 2014 წ-დან საჯარო სკოლების მასწავლებელთა
დაახლოებით
85-90%-ის შრომითი ხელშეკრულებები
გახდა უვადო. საქართველოს შრომის კოდექსის ეს ნორმა ვრცელდება 2009 წლიდან ერთსა და იმავე სკოლაში რეგულარულად განახლებადი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მქონე მასწავლებლებზე. ხოლო
12.06.2015-დან უვადო გახდება მათი შრომითი ხელშეკრულება, ვისაც სულ მცირე
12.06.2013-დან ორჯერ ზედიზედ აქვს ერთსა და იმავე სკოლაში დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (საქართველოს შრომის კოდექსი - მუხლი 6.13).
ვაკანსიაზე მასწავლებლის მიღება
დასახელებული ნორმატიული აქტებიდან მხოლოდ საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (მუხლი 59, პუნქტი 8)[1] აღწერს ახალი მასწავლებლის მიღების ერთ კონკრეტულ პირობას - 2015
წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და სერტიფიცირებული მასწავლებელი.
როგორც
უკვე აღინიშნა,
მასწავლებლის შრომის
დაცვის საკანონმდებლო
ხარისხი ზემოთ დასახელებული სამივე
ნორმატიული აქტით ძალიან
მაღალია. ამ დაცულობის
გამაწონასწორებელი და პროფესიული კონკურენციის
შექმნის პირობები
უნდა იყოს: მასწავლებლის საქმიანობის
ხარისხის მართვა,
რაც დაკავშირებულია
მისი პროფესიული
საქმიანობის შეფასებასთან
და დისციპლინური წარმოების სისტემა. (???)
პრობლემები და გამოწვევები
მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადება, მასწავლებელთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
მოქმედ
მასწავლებლებთან
შრომითი
ხელშეკრულებების
შეწყვეტის
ბუნდოვანი
და
სუსტი
მექანიზმები
(ანუ, ადვილად უნდა შეიძლებოდეს? სამინისტრო განიცდის, რომ მას
ადვილად არ შეუძლია პედაგოგის გაშვება სამსახურიდან)- უვადო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების ნაწილი - ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში უკავშირდება ან სამუშაო ძალის შემცირებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ცვლილებებს, ან სკოლის (შესაბამისად, შრომის) შინაგანაწესის სიცხადესა და კონკრეტულობას, ან მასწავლებლის კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის ნორმატიულ საფუძვლებსა და მკაფიო მექანიზმებს, ასევე მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების (მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი) სიცხადეს (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 37[2]).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ ამ საკითხში რეგულირების დელეგირებას აკეთებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე. ასეთი ძირითადი აქტია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N959 საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ. სამწუხაროდ, ეს ბრძანება ვერ აზუსტებს კვალიფიკაციის შეუსაბამობის დადასტურების კრიტერიუმებსა და წესს - დელეგირებულია სკოლაზე (დამსაქმებელზე).
ყველა საჯარო სკოლაში, რამდენიმეს გამოკლებით, მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები ბუნდოვნად აღწერს თანამდებობის, შესასრულებელი სამუშაოსა და პროფესიული მახასიათებლების შესაბამისობას, ამიტომ მოქმედ მასწავლებლებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ეს საკითხი პრაქტიკულად არ გამოიყენება. სკოლის დონეზე შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის იშვიათ შემთხვევებში უფრო გამოიყენება დისციპლინასთან და შინაგანაწესის დარღვევასთან დაკავშირებული მოტივები. აღსანიშნავია,
რომ
საჯარო
სკოლების
შინაგანაწესთა
80%-ზე
მეტი
არ
აღწერს
დისციპლინური
დევნის
მკაფიო
წესებს,
რაც
სადავოს
ხდის
გადაწყვეტილებას
ხელშეკრულების
შეწყვეტის
შესახებ.
ჩამოთვლილი
მიზეზებისა
და
სკოლებში
ხარისხის
მართვის
როგორც
შიდა,
ისე
გარე
სისტემების
უმოქმედობის
გამო საჯარო სკოლებში
მოქმედ
მასწავლებელთა
შრომითი
ხელშეკრულების
შეწყვეტის
შემთხვევები
უკავშირდება
მხოლოდ
საკუთარი
ნებით
სამუშაოს
დატოვებას.
ახალი მასწავლებლის დამატების საჭიროების შეზღუდვა - მასწავლებელთა დასაქმებული კონტინგენტის სიჭარბე, მათი მაღალი მიჯაჭვულობა სამუშაო ადგილებზე, ეროვნული სასწავლო გეგმის სავალდებულო დატვირთვის სიდიდე, სკოლებისა და მოსწავლეთა რაოდენობის მდგრადი სიმრავლე, საჯარო სკოლების დაფინანსების სიმცირე ხელს უშლის ახალი მასწავლებლების დამატების დასაბუთებას.
არც ერთი ნორმატიული აქტი არ აღწერს და, აქედან გამომდინარე, არ ეხმარება საჯარო სკოლას ვაკანსიის გამოცხადების პირობებისა და პროცედურების დაზუსტებაში.
ვაკანსიაზე მასწავლებლის მიღება
დასახელებული
ნორმატიული აქტებიდან მხოლოდ საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ აღწერს
ახალი მასწავლებლის მიღების ერთ კონკრეტულ პირობას - 2015 წლიდან
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ შესაბამისი
კვალიფიკაციისა და სერტიფიცირებული მასწავლებელი.
სკოლების
უმეტესობა ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში ვერ ახერხებს სამუშაოსა და
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დეტალურ აღწერას,
ვერ უზრუნველყოფს ვაკანსიის საკონკურსო პირობების ფართო საჯაროობასა და
პროცედურების გამჭვირვალობას. ამაში
სკოლებს ვერ ეხმარება ეროვნული დონის ნორმატიული აქტები.
როგორც უკვე აღინიშნა, მასწავლებლის შრომის დაცვის საკანონმდებლო ხარისხი ძალიან მაღალია ზემოთ ნახსენები სამივე ნორმატიული აქტით. ამ
დაცულობის გამაწონასწორებელი და პროფესიული კონკურენციის შექმნის პირობები უნდა იყოს: მასწავლებლის საქმიანობის ხარისხის მართვა, რაც დაკავშირებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასებასთან და დისციპლინური წარმოების სისტემა. როგორც აღვნიშნეთ, როგორც სასკოლო, ისე ეროვნულ დონეზე ეს სისტემები ბუნდოვანი, ჩამოუყალიბებელი და პრაქტიკაში განუვითარებელია[U4] .
მასწავლებლების შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დღევანდელი სისტემა - კანონმდებლობა და პრაქტიკა - პროფესიაში კვალიფიციური ადამიანების მოძრაობისათვის ქმნის „საცობს[U5] “. ამის გამო (? ) მასწავლებლების მომზადებისა
და პროფესიული განვითარების
არსებული სისტემა არაეფექტურია.
კვალიფიკაციისა
და ხარისხის მარეგულირებელი სისტემა (სერტიფიცირება, პროფესიული განვითარების სქემა, საუნივერსიტეტო განათლება და ა.შ) მოწოდებულია არაკვალიფიციური მასწავლებლების სწრაფი ჩანაცვლებით სერტიფიცირებულების მიერ, მაგრამ შრომითი კანონმდებლობა ზედმეტად დაცულს და, აქედან
გამომდინარე, ინერტულს ხდის (კანონით
მასწავლებელი ზედმეტად დაცულია !!!) არაკვალიფიციურ
მასწავლებლებს სკოლაში.
სწორედ ამიტომ მოქმედ მასწავლებელთა დიდ ნაწილს არც უცდია სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება 2014 წლის ბოლომდე და არ ადარდებთ 2015 წლიდან მხოლოდ სერტიფიცირებულების მიღების ვალდებულება. (აი, როგორ ხსნიან.
სიანმდვილეში „არ უცდია“ გამოწვეულია დაბალი მოტივაციიტ და იმის ალბატობით, რომ
სერთიფიცირებას სახელმწიფო აღარ აღიარებს)
პრობლემათა გადაჭრის გზები
უნდა შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთიანი პაკეტი, რომელთა მიზანი, შინაარსი და მოქმედების მექანიზმები ჰარმონიზებული იქნება. მათი მოქმედება ხელს უნდა უწყობდეს ზოგადსაგანმანათლებლო (განსაკუთრებით, საჯარო) სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვას, შენარჩუნებასა და კარიერულ ზრდას მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შემდეგი პრინციპების დაცვით:
თანასწორობა საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიმართ;
კონკურენცია;
პროცესების გამჭვირვალობა;
გადაწყვეტილებების კოლეგიურობა (ერთპიროვნულობის გამორიცხვა).
კერძოდ,
აუცილებელია:
საქართველოს კანონში ზოგადი განათლების შესახებ უნდა იყოს დებულება, რომელიც საჯარო სკოლებში მასწავლებლებთა ვაკანსიის გამოცხადებისა და შრომითი ხელშეკრულებების
სავალდებულო
პირობები
დარეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
(ცენტრალიზაციის მორიგი მცდელობა).
ეს
უნდა
აისახოს
ამავე
კანონში
სამინისტროს
უფლებამოსილებებსა
და
სკოლის მართვაში
(სკოლას მართავს მინისტრი?). თავის მხრივ, ამგვარი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საფუძვლად უნდა იყენებდეს მასწალებლის პროფესიულ სტანდარტსა და მასზე დაფუძნებულ მასწავლებლის საქმიანობის შეფასების სისტემას.
აუცილებელია,
რომ
საქართველოს
კანონი
ზოგადი
განათლების
შესახებ
მკაფიოდ
ავალებდეს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს
განათლების
ხარისხის
მართვისა
და
მასწავლებელთა
პროფესიული
საქმიანობის
შეფასების
სასკოლო
სისტემის
შემუშავებას.
(მისასალმებელია)
იმავდროულად, სკოლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის (სკოლების ხარისხის მართვის) სისტემების აუცილებელი კომპონენტი უნდა გახდეს მასწავლებელთა საქმიანობის შეფასების შიდასასკოლო და გარე
შეფასების
(არასანდოა.
თუ გარეშეფასებაში მშობლებს განვიხილვათ, კდევ ხო). შედეგები.
საქართველოს კანონის ზოგადი განათლების შესახებ მუხლი 59, პუნქტი 8 უნდა შეიცვალოს
ჩანაწერით:
2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე
ყველა ზოგადსაგანმანათლებლო
საჯარო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელთა
ყველა საშტატო ერთეულზე ვაკანსიის გამოცხადება, კონკურსის ჩატარება და მასწავლებელთა მიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ეს წესი
კი უნდა აღიწეროს
ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში. ამ ბრძანებაში აუცილებელია
იყოს შემდეგი დებულებები: (ყველაზე
სასიში, ყველაზე მოულოდნელი. ყველაზე დიქტატორული. აქედან გამომდინარე, თუ ეს სისტემა
მთავრობამ დაამტკიცა, 2015 წელს ყველა სკოლა აცხადებს ვაკანსიას და ყველა მოქმედი მასწავლებელი
თავიდან გახდება მისაღები. შესაბამისად, ბლეფი და სისულელე გამოდის სამინისტროში ამსწინადელი
შეხვედრის პრეზენტირებული ინფორმაცია ხელფასების მატებაზე. თუ უნდა გაუშვან მოქმდი
მასწავლებლები და თავდან გამოაცხადონ კონკურის, ვის უმატებენ ხელფასს? ახალმიღებულებს?
2015 წლის სექტემბრამდე კატეგორიების დარიგება როგორ მოხერხდება. გამოდის, რომ სექტემბერში
პრაქტიკოსები შევლენ სკოლაში. მოხდება უდიდესი უმრავლესობის ჩანაცვლება? ეს იგეგმება?
მაგრამ რა ხდება ახალი სისტემა პრაქტკოსთან გააფორმებს ერთწლიან ხელსეკრულებას. მეტი
ვადის უფლება არ ექნება. ამას კანონდარღვევით ამქომედებული მინისტრის ბრძანება დაავალდებულებს
სკოლებს. ერთი წლის შემდეგ, ანუ 2016 წელს ისევ ვაკანსია გამოცხადდება. რას ნიშნავს
ეს? 2018 წლამდე ყველამ უნდა მოასწროს მეორე საფეხურზე გადასვლა მაინც, 2018 წლიდან
პრაქტკოსებს აღარ მიიღებენ?)
ვაკანსიის გამოცხადება და მასწავლებლის
შრომითი ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს
პროფესიული უნარ-ჩვევების
თანამდებობასთან შესაბამისობის
დადგენის ნორმატიულ საფუძვლებსა
და მკაფიო მექანიზმებს:
–
მასწავლებლის პროფესიული
სტანდარტი, მასწავლებლის პროფესიული
საქმიანობის შეფასების წესი და შედეგები;
–
პრაქტიკოსი
მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება იყოს არაუმეტეს ერთწლიანი ვადისა და ვადის გასვლისთანავე უნდა გამოცხადდეს ვაკანსია;
–
2018 წლიდან გამოცხადებულ
ვაკანსიებზე მიიღება მხოლოდ წამყვანი, უფროსი და მენტორი მასწავლებლები;
–
განისაზღვრბა
დამწყები მასწავლებლის
მიღებისა და ვადიანი
შრომითი ხელშეკრულების განსაკუთრებული
პირობები. მაგალითად, დამწყებმა მასწავლებელმა არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში უნდა დაადასტუროს წამყვანი მასწავლებლის საკვალიფიკაციო
მოთხოვნები და ა.შ.
უმნიშვნელოვანესია, რომ მასწავლებელთა კატეგორიების შესაბამისად მასწავლებლების სახელფასო ანაზღაურება სხვა მახასიათებლების (დატვირთვა და სტაჟი) თანაბრობის შემთხვევაში იყოს მნიშვნელოვნად განსხვავებული. ეს შესაძლოა გამოვსახოთ კოეფიციენტებით. ამასთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ წამყვანი მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურება უფრო მკვეთრად განსხვავდებოდეს პრაქტიკოსი მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურებისგან, ვიდრე უფროსი მასწავლებლისა წამყვანი
მასწავლებლის ანაზღაურებისაგან. მაგალითად, ასეთი კოეფიციენტები:
პრაქტიკოსი - 1; მაშინ ეს არის 350 ლარი
წამყვანი - 2; ეს 700
უფროსი - 3; ეს 1050
მენტორი - 4. ეს 1400 ლ. რატომ დააკლეს? (დ.ფ.)
ამასთან, სახელფასო ფორმულაში ანაზღაურების მოცულობაზე სტაჟი უფრო ნაკლებ გავლენას უნდა ახდენდეს, ვიდრე კატეგორია და დატვირთვა. მასწავლებლის შრომითი დატვირთვა უნდა შედგებოდეს სამი კომპონენტისგან: 1. საკლასო დატვირთვა - საგაკვეთილო საათები; 2. კლასგარეშე სასკოლო დატვირთვა - საგაკვეთილო პროცესის მზადება, ანალიზი, შეჯამება, შეფასება და ა. შ. 3. პროფესიული განვითარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი უნდა იყოს დანამატები სხვადასხვა თანამდებობაზე (დამატებითი ფუნქციები და კომპეტენციებია), მაგალითად, დამრიგებელი, კათედრის გამგე და ა.შ. ამ ყველაფრის სამართლიანი მოქმედებისათვის საჭიროა დამატებითი ფუნქციების შესრულება დაკავშირებული იყოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
სხვაგვარად, გაძნელდება:
უმაღლეს პედაგოგიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე კარგი სტუდენტების მოზიდვა;
უმაღლესი პედაგოგიური განათლების მინიმალურ საკვალიფიკაციო ნიშნულად წამყვანის კატეგორიის დაფიქსირება;
მოქმედი მასწავლებლების ინტენსიური და წარმატებული პროფესიული განვითარების სტიმულირება;
მასწავლებლის პროფესიაში
საუკეთესოების მოზიდვის, პროფესიული განვითარებისა და სამართლიანი კარიერული წინსვლის უზრუნველყოფა.
პროფესიული განვითარება
არსებული მდგომარეობა
2014 წლის მარტში შევიდა ცვლილება „მასწავლებლის
პროფესიული სტანდარტის“ ზოგად ნაწილში. იგი პრაქტიკულ უნარებზეა ორიენტირებული,
აქცენტები გაკეთებულია თეორიული ცოდნის გამოყენებაზე როგორც სასწავლო პროცესის
დაგეგმვის, ასევე გარემოს მოწყობისა და შეფასების მიმართულებით. სტანდარტი საშუალებას
იძლევა, რომ მასწავლებელმა თავად დაგეგმოს
საკუთარი პროფესიული განვითარება.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანესი სიახლეა ის, რომ მასში
განსაზღვრულია ოთხი საკვალიფიკაციო საფეხური და ამ საფეხურების მიხედვით
მასწავლებლის ცოდნისა და უნარების
მინიმალური და მისაღწევი კომპეტენციები.
ახალი კატეგორიები შესაძლებლობას გვაძლევს, ერთი
მხრივ, წავახალისოთ მასწავლებლების კარიერული წინსვლა და, მეორე მხრივ,
დავამკვიდროთ გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებული წახალისების სისტემა.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების არსებული სქემა არ ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების არსებულ სქემაში ჩართვა
არის ნებაყოფლობითი სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის. მასწავლებლები სქემით
განსაზღვრული 7 სხვადასხვა საქმიანობით დაგროვილი კრედიტების საფუძველზე (იმავე
რაოდენობის კრედიტების დაგროვების შემთხვევაში, რომელიც სერტიფიცირების გამოცდას
აქვს მინიჭებული), 8 წლის ვადაში რესერტიფიცირებულნი ხდებიან; ასევე, თუ სქემით
განსაზღვრული გარკვეული რაოდენობის კრედიტებს დააგროვებენ, აქვთ შესაძლებლობა,
ერთი კატეგორიიდან მომდევნო, უფრო მაღალ კატეგორიაზე გადაინაცვლონ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ძირითად
ინსტრუმენტად ტრენინგები გამოიყენება.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული
მოდელი 2010 წლის დასასრულს ცენტრალიზებული სისტემით ჩანაცვლდა. და ამ სისტემით უფრო მეტად იზრდება
კანონმდებლობით მასწავლებლების აკრედიტებული ტრენინგებით
უზრუნველყოფა სხვადასხვა ორგანიზაციას (პროვაიდერს) კვლავ შეუძლია, თუმცა
დღესდღეობით ისინი რეალურად პროცესში ვერ მონაწილეობენ, რადგან, ერთი მხრივ,
სახელმწიფომ გააუქმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ვაუჩერული დაფინანსება
და, მეორე მხრივ, გაზარდა პროგრამების აკრედიტაციის საფასური.
პრობლემები და გამოწვევები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების მოქმედ სქემაში ჩართვის წესი პროფესიული განვითარების პროცესის მიღმა
ტოვებს მოქმედი მასწავლებლების დიდ ნაწილს.
არსებული
სქემით კატეგორიიდან კატეგორიებზე გადასვლა კრედიტების მოცულობაზე არის
დამოკიდებული და არა მისაღწევი კატეგორიის კომპეტენციებზე.
მოქმედი სქემის მიხედვით,
მასწავლებლისთვის კატეგორიის მინიჭება ეყრდნობა მხოლოდ გარე შეფასებას, რომელიც არ
არის გამჭვირვალე. (თვიტონვე არიარებენ,
რომ არაა და არც იქნება)
სქემით გათვალისწინებული აქტივობები, მაგ.,
ოლიმპიადები, კონფერენციები, ტრენინგები ა.შ. დიდწილად სასწავლო პროცესს იყო
მოწყვეტილი. ისინი ვერ ადასტურებდნენ მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის
ეფექტიანობას. (მომავალში
როგორ დაადასტურებენ?)
პროფესიული განვითარების მოქმედი სქემის მიხედვით,
მასწავლებელს ყოველ მომდევნო კატეგორიაზე გადასვლის შესაძლებლობა 8 წელიწადში
ერთხელ ეძლევა. ხანგრძლივი ინტერვალი მასწავლებელთა სისტემაში ჩართვის მოტივაციას აქვეითებს.
არ არსებობს მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული ზრდის თანმიმდევრული და ერთიანი სისტემა. ამ
კომპონენტებს აკლია სინთეზურობა
და თანმიმდევრულობა. [U6]
მოქმედ სქემას არ ახლავს სამოტივაციო პაკეტი. ის
ვერ უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვას და, მეორე
მხრივ, მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. (აბა, რატომღა აღინიშნა ზემოთ, რომ მასწავლებლები არც ცდილობდნენ
სერთიფიცირებასი ცართვასო?)
პრობლემების გადაჭრის გზები
მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ხელს უწყობს მასწავლებელს,
გააუმჯობესოს საკუთარი პრაქტიკა, ეხმარება მას საჭიროებების დადგენაში,
თვითშეფასების უნარის განვითარებაში.
სქემით
განსაზღვრული კატეგორიის მიღწევის საფეხურები შეესაბამება სტანდარტით
გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო საფეხურებს:
ა)
პრაქტიკოსი მასწავლებელი;
ბ)
წამყვანი მასწავლებელი;
გ)
უფროსი მასწავლებელი;
დ)
მენტორი მასწავლებელი.
სქემაში
ჩართვა ყველა მასწავლებლისთვის არის სავალდებულო.
პროფესიული განვითარების თითოეული საფეხურის
მიღწევა-შენარჩუნებისათვის მასწავლებელი
შეფასდება სტანდარტით განსაზღვრული მიმართულებებით:
–
სასწავლო პროცესი
(სასწავლო გარემო, დაგეგმვა, სწავლება, შეფასება);
–
პროფესიული
განვითარება.
მასწავლებლის
შეფასებისათვის კარიერის
თითოეულ საფეხურზე განსაზღვრულია ამ საფეხურის შესანარჩუნებელი და კარიერულ კიბეზე
გადაადგილებისათვის აუცილებელი საქმიანობები და შესაბამისი კრედიტ-ქულები,
რომელთაც შეიმუშავებს და დაამტკიცებს სახელმწიფო კომისია[3]. (ჯერ ესეც არაა. სექტემბრამდე იქნება?)
-
მასწავლებლებს, მათი პროფესიული განვითარების საფეხურიდან
გამომდინარე, პროფესიული განვითარებისა და
შეფასებისათვის განსხვავებული ვადა ეძლევათ:
-
წამყვანი
მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად/შესანარჩუნებლად - 2-3 წელი.
-
უფროსი მასწავლებლის
საფეხურის მისაღწევად/შესანარჩუნებლად - 2- 4 წელი.
-
მენტორი მასწავლებლის
საფეხურის მისაღწევად/შესანარჩუნებლად - 2- 5 წელი.
- თუკი პრაქტიკოსი მასწავლებლები 2015 წლის იანვრიდან სამი წლის ვადაში არ დააგროვებენ კრედიტების მინიმალურ რაოდენობას (14 კრედიტქულა), რაც აუცილებელია
საკვალიფიკაციო საფეხურის შესანარჩუნებლად, დატოვებენ პროფესიას. ვაკანტურ პოზიციაზე
კონკურსი ცხადდება ყოველი წლის მაისიდან ივნისის ბოლომდე (ზემოთ წერია, რომ 2015-2016 სასწ წლის დასწყისშო).
იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ახალი კადრის შერჩევა, მასწავლებელი აგრძელებს
მოვალეობის შესრულებას მომდევნო სასწავლო წლის ბოლომდე.
- ყველა დანარჩენი კატეგორიის მასწავლებელი იმ შემთხვევაში,
თუ ვერ დააგროვებს საკვალიფიკაციო საფეხურის შესატყვის მინიმალურ კრედიტქულებს
(წამყვანი - 24; უფროსი - 32), ვადის ამოწურვისას ჩამოქვეითდება ერთი კატეგორიით.
რას ნიშნავს
ეს აუცილებლობ? ანუ, საბოოლოოდ ყველა მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს ყველა საფეხური
და მიაღწიოს უმაღლეს კატეგორიამდე? ყველამ რატომ უნდა მიაღწიოს. იქნება არ უნდა
ზედა საფეხური? ეს იგივეა ყველა ოფიცერი
აიძულო, რომ აუცილებელია გახდეს გენერალი მოცემულ დროში, თუ არადა ოფიცრობასაც
დაკარგავს. გასაგებია, რომ დაბალი საფეხური მაინც იყოს აუცილებელი, მაგრამ ყველა
საფეხური აუცილებლობა რა სისულელეა. თუ ასე არაა, მაშინ უფრო ნათლად უნდა ჩამოეყალიბებინათ
მასწავლებლის თითოეული საფეხურის მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად საჭიროა შემდეგი რაოდენობის კრედიტების მოპოვება:
-
პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის შესანარჩუნებლად - 14 კრედიტქულა;
-
წამყვანი
მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ
შესანარჩუნებლად - 24 კრედიტქულა;
-
უფროსი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ
შესანარჩუნებლად – 32 კრედიტქულა;
-
მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად – 40 კრედიტქულა.
მასწავლებლის კატეგორიის
მინიჭების, შენარჩუნების, დაკარგვისა და უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი კონსულტირებისა და მონიტორინგის ჯგუფის წარდგინებით.
დამტებითი სტრუქტურა
ვინ იქნებიან ისინი? კონსულტირებისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა ეფუძნება თვითშეფასების,
სასკოლო და გარე შეფასების შედეგებს. მასწავლებლის
საბოლოო შეფასებაში აისახება შეფასების შეწონილი ქულა.
ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება
შესაძლებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ
საიდენტიფიკაციო კომისიაში. დამტებითი სტრუქტურა
მასწავლებლობის უფლების აღდგენა - როდესაც მასწავლებელი სკოლას ტოვებს, მაგრამ გარკვეული
დროის შემდეგ კვლავ გადაწყვეტს მასწავლებლად მუშაობას, მას საკვალიფიკაციო საფეხურის
შენარჩუნების ვადებში (მაგ., წამყვანი მასწავლებლის საკვალიფიკაციო საფეხურის შენარჩუნება
- 2-3 წელი) უფლება აქვს, აღიდგინოს ძველი სტატუსი. თუკი მასწავლებელი აღნიშნული ვადის
გასვლის შემდეგ გადაწყვეტს სკოლაში დაბრუნებას, მასწავლებლობის უფლების აღდგენისთვის
იგი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა. რა გამოცდა?
სამოტივაციო პაკეტი - მასწავლებლის კარიერული წინსვლა დაკავშირებულია
შრომით ანაზღაურებასთან. ყოველი მომდევნო
კატეგორიით გათვალისწინებული ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება წინა კატეგორიის
ხელფასს.
სკოლაში
ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისას, საათობრივი დატვირთვის განაწილებისას უპირატესობა მიენიჭებათ უფრო მაღალი კატეგორიის
მასწავლებლებს.
პროფესიული
განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები
დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ (იხ. დანართი #1).
და როგორი ფინანსური გამოხატულება აქვს ამ პაკეტს? 50 ლარიანი ზრდა?!
მასწავლებლის შეფასების მექანიზმები
არსებული მდგომარეობა
მასწავლებელთა შეფასების სრულფასოვანი
მექანიზმები არ არსებობს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული იყო
რამდენიმე საშუალება. დღემდე არსებული შეფასების ფორმები და საშუალებები განსჯის
საგანია. ხოლო მათი შედეგების შესახებ სარწმუნო კვლევა არ ჩატარებულა.
მასწავლებელთა
შეფასების ყველაზე მეტად გავრცელებული პრაქტიკა
სერტიფიცირების გამოცდაა, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში
მასწავლებელი იღებს მასწავლებლობის უფლებას.
სერტიფიცირება შედგება პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდებისგან.
სერტიფიცირებულთა რაოდენობამ 2014-2015 სასწავლო წლის
დასაწყისისთვის შეადგინა 19771, რაც საერთო რაოდენობის 30%-ია. საგნებში
არაერთგვაროვანი მდგომარეობაა, ყველაზე მეტი სერტიფიცირებული მასწავლებელი არის
საგნებში, რომელთა ჩაბარების საშუალება მასწავლებლებს გამოცდების შემოღების
პირველივე წლიდან მიეცათ, ამავდროულად გვაქვს საგნები, რომლებშიც საგნობრივი
გამოცდა დღემდე არ ჩატარებულა (ისტ-ი, ფიზიკური აღზრდა და მუსიკა), ან მხოლოდ
ერთხელ ან ორჯერ ჩატარდა (მაგალითად, ხელოვნება).
მასწავლებელთა
შეფასების არსებული მოდელი, სასერტიფიკაციო გამოცდა, ეფუძნებოდა მასწავლებლის
პროფესიულ სტანდარტს, რომელიც არ განასხვავებდა მასწავლებლებს თავიანთი
კომპეტენციების მიხედვით და მხოლოდ კარგ მასწავლებელს აღწერდა.
მასწავლებლის
შეფასება ხდება ძირითადად სკოლისგან მოწყვეტით, მასწავლებლისთვის უცხო გარემოში.
შეფასებები ორგანიზებულია სხვა
ინსტიტუციების[U7] მიერ.
სერტიფიცირების გამოცდების გარდა,
შეფასების სხვა პრაქტიკა არ არსებობდა. ხშირად მასწავლებლების შესარჩევად ან
გამოსარჩევად მხედველობაში იღებდნენ სერტიფიცირების გამოცდების ქულებს, მიუხედავად
იმისა, რომ ეს გამოცდები სასელექციო ფუნქციას არ
ატარებდა. ეს არ არის საკმარისი
მასწავლებლის ობიექტური შეფასებისთვის, რადგან მოსწავლეების შედეგებზე მრავალი
ფაქტორი ახდენს გავლენას. მასწავლებლის შეფასებაში ჩართული არაა თავად
მასწავლებელი და სკოლასაც არ აქვს მისი საქმიანობის შეფასების ვალდებულება.
საინტერესოა,
რომ მასწავლებლის შეფასება არ აისახება მის კარიერულ წინსვლაზე, არ არსებობს
მკაფიო მექანიზმები, რომლებიც ამას განსაზღვრავენ.
პრობლემები და გამოწვევები
სერტიფიცირებისას მხოლოდ თეორიული ცოდნის შეფასება ხდება.
მასწავლებლები კრიტიკულად არიან განწყობილი გამოცდების შინაარსისა და ფორმის
მიმართ, ამავდროულად მასწავლებლები თანხმდებიან, რომ სერტიფიცირების პროცესის
გავლა არ უზრუნველყოფს მასწავლებლის მხრიდან ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის
წარმართვას[4].
ამდენად, სერტიფიცირების გამოცდების მიმართ მასწავლებლების დამოკიდებულება
არაერთგვაროვანია. ძირითადად კი მაინც იმაზე ჯერდებიან, რომ უნდა არსებობდეს
მასწავლებლის პრაქტიკის შემოწმების მექანიზმი. ამ სისტემის მიმართა კი ცალსახად ერთგვაროვანი
კრიტიკული დამოკიდებულებაა
სერტიფიცირების გამოცდების ეტაპობრივად დანერგვამ საგნის
მასწავლებლები არათანაბარ პირობებში
ჩააყენა. ყველას არ მიეცა საშუალება, გამოცდაზე მოესინჯა თავისი შესაძლებლობები ან
წარუმატებლობის შემთხვევაში განმეორებით
ჩაებარებინა.
სერტიფიცირების გამოცდების პროგრამები, რომლებიც
სტანდარტს ეყრდნობა, არ იძლევა საშუალებას სტანდარტიდან გამოყოს ის მინიმალური
კომპეტენციები, რომლებიც საჭიროა
მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად.
მასწავლებელი ჩართული არ არის საკუთარი კარიერის
დაგეგმვასა და შეფასებაში, მისი როლი არ არის მკაფიოდ წარმოჩენილი. მასწავლებლის
შეფასების პროცესში მხოლოდ გარე შემფასებლების არსებობა სკოლას ამ პროცესიდან
გამორიცხავს. ამის გამო სკოლა ნაკლებადაა ჩართული მასწავლებლის შეფასებაში, რაც არ
უწყობს ხელს სკოლის გაძლიერებას. საჭიროა არსებობდეს ბალანსი თვითშეფასებას,
სკოლის შეფასებასა და გარე შეფასებას შორის, რაც შეფასებას უფრო სანდოს,
ობიექტურს, გამჭვირვალესა და სამართლიანს გახდის. მაგრამ მოსწავლეზე ორიენტირებულობა
ჩანაცვლდება კარიერაზე ზრუნვით. აქცენტები აქეთ გადაინაცვლებს ფორმალიზაციის ხარისხი
იზრდება.
არ არის მკაფიოდ გაწერილი შეფასების პროცედურები
და კრიტერიუმები.
მასწავლებლის პრაქტიკის შესაფასებლად არ არსებობს
უნიფიცირებული ინსტრუმენტი, რომელიც დაადგენს მასწავლებლის კომპეტენციებს, იმას,
თუ რამდენად ეფექტურად წარმართავს სასწავლო პროცესს.
შეფასებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ
წინსვლას შორის არ არის ბმა, რაც მასწავლებლებს უკარგავს მოტივაციას და შეფასებისადმი უარყოფითად განაწყობს.
პრობლემათა გადაჭრის გზები
შემოღებული შეფასების მექანიზმები ყველა მასწავლებელს,
მიუხედავად იმისა, თუ რომელ საგანს ასწავლის, საშუალებას მისცემს დამსახურებების
მიხედვით შეფასდეს. შეფასება იქნება სამართლიანი და დაექვემდებარება თანასწორობის
პრინციპს. პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება
აუცილებელი წინაპირობა იქნება პროფესიაში დარჩენისთვის, სხვა დანარჩენ ფორმებთან
ერთად, ხოლო უფრო მაღალ საკვალიფიკაციო საფეხურზე მყოფი მასწავლებლებისთვის
სერტიფიცირება შეცვლილ ფორმატში წარიმართება. დაკვირვების საგანი იქნება
მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილები სპექტაკლები და პორტფოლიო ფორმალობები, რომელშიც
განთავსდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისი საკვალიფიკაციო
საფეხურის კომპეტენციებიდან გამომდინარე საქმიანობები.
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ცვლილებას მეტი
სიცხადის შემოტანა შეუძლია სხვადასხვა საკვალიფიკაციო საფეხურზე მათ შესაფასებლად.
მათ შორის პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სავალდებულო საგნობრივი გამოცდა დაეყრდნობა
სწორედ ამ საფეხურის შესაბამის კომპეტენციებს. ასევე ყოველი შემდგომ საფეხურზე
მყოფი მასწავლებელი სწორედ ამ საფეხურის
შესაბამისი კომპეტენციებით შეფასდება.
ახალი დოკუმენტის მიხედვით შეფასება განხორციელდება
შემდეგ დონეზე:
- თვითშეფასება
- სასკოლო შეფასება
- გარე შეფასება.
მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა დააგროვოს კრედიტქულები დანართში
მოცემული საქმიანობების განხორციელების შესაბამისად (იხ.დანართი #2).
თვითშეფასება - მასწავლებლის პორტფოლიო
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების, შეფასებისა და კარიერული ზრდის სისტემა შესაძლებლობას
გვაძლევს, ხელი შევუწყოთ
მასწავლებელს სკოლის დონეზე საკუთარი
პრაქტიკის გაუმჯობესებაში; დავეხმაროთ მას საჭიროებების დადგენაში, თვითშეფასების უნარის
განვითარებასა და პროფესიულ
განვითარებაში, გავხადოთ თანამონაწილე
შეფასების პროცესში.
მასწავლებელი
თავისი საქმიანობის დასადასტურებლად აწარმოებს პროფესიულ პორტფოლიოს, რომლის
შემადგენელი კომპონენტია საჭიროებების ანალიზი, ყოველწლიური ინდივიდუალური სამოქმედო
გეგმა, წლის ბოლოს თვითშეფასება გეგმის მიხედვით.
მასწავლებელი პასუხისმგებელია შეავსოს პროფესიული პორტფოლიო შეთავაზებულ ფორმატში.
ფორმატი განისაზღვრება სამინისტროს მიერ 2015 წლისთვის.
მასწავლებელი
საფეხურისათვის განსაზღვრული ციკლის პერიოდში შესაფასებლად წარმოადგენს სხვადასხვა
მასალას, რომლებიც დაადასტურებს
მასწავლებლის მიერ კონკრეტული, სტანდარტით განსაზღვრული შესაბამისი საფეხურის
კომპეტენციების ფლობას. მასწავლებელი უნიფიცირებული
ინსტრუმენტის გამოყენებით აფასებს საკუთარ
პროფესიულ საქმიანობას, ამის საფუძველზე სკოლასთან თანამშრომლობით ადგენს პროფესიული განვითარების გზებსა და
საშუალებებს.
სასკოლო შეფასება
სასკოლო
შეფასებას ახორციელებს სკოლის შეფასების (ხარისხის განვითარების) ჯგუფი, რომელიც
შედგება ადმინისტრაციის წევრების, სამეურვეო საბჭოს წევრებისა და საგნობრივი კათედრის
წარმომადგენლებისაგან. ამათ ეცლებათ? ის აკვირდება საგაკვეთილო პროცესს.
ჯგუფის წევრების რაოდენობა დამოკიდებულია სკოლის სიდიდეზე, სკოლაში მასწავლებლების
რაოდენობაზე.
სასკოლო
შეფასების მიზანია სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდა. ჯგუფები მხარდაჭერილი
იქნება შეფასების ინსტრუმენტებით, ასევე შეფასებისთვის სათანადო მომზადებით.
სკოლის შეფასების ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მასწავლებლის საქმიანობას და აფასებს მას. ამ ჯგუფის
მთავარი ფუნქციაა მასწავლებლების ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების, განმავითარებელი შეფასების მიცემა ინდივიდუალური პროფესიული განვითარებისათვის.
სკოლის შეფასების ჯგუფი ანიჭებს მასწავლებელს კრედიტქულებს სტანდარტიზებული ინსტრუმენტის გამოყენებით.
ყოველი სასწავლო წლის ბოლოს სკოლის შეფასების ჯგუფი
თავს უყრის სხვადასხვა დონეზე დაგროვილ დოკუმენტაციას, ათავსებს ინფორმაციას
შესაბამის ელექტრონულ პორტალზე და ანიჭებს მასწავლებელს შესაბამის კრედიტქულებს. ეცლებათ ანაზღაურების გარეშე?
საკლასო დაკვირვება
საკლასო დაკვირვება მასწავლებლის შეფასების
ერთ-ერთი კომპონენტია, რომლითაც
შესაძლებელია მასწავლებლის შეფასება საკლასო ოთახის პირობებში. ჯგუფი
სასწავლო წლის განმავლობაში, არანაკლებ სემესტრში ერთხელ, აკვირდება მასწავლებლის მიერ
ჩატარებულ გაკვეთილს და აფორმებს შესაბამის დოკუმენტაციას.
ყოველი
დაკვირვების შემდეგ კათედრა მასწავლებელთან ერთად განიხილავს დაკვირვების შედეგებს და შეიმუშავებს განმავითარებელ რეკომენდაციებს.
საგნობრივი
კათედრა შესაძლებელია დააკვირდეს:
-
სამოქმედო გეგმის
შესრულებას;
-
ჩატარებულ გაკვეთილს;
-
სასწავლო პროექტების
მიმდინარეობას;
-
კლასგარეშე
აქტივობების მიმდინარეობას;
-
პედაგოგიური კვლევის
მიმდინარეობას;
-
პროფესიული
განვითარების ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებებისა თუ საქმიანობების შედეგად
მიღებული ცოდნის სასწავლო პროცესში გამოყენებას;
-
და ა.შ.
საკვალიფიკაციო
საფეხურის ვადის მიწურულს კათედრა ახორციელებს
პედაგოგის პროფესიული განვითარების ფორმალურ შემაჯამებელ შეფასებას
შესაბამისი სტანდარტიზებული კრიტერიუმების მიხედვით. დოკუმენტაცია თავს იყრის
შეფასების ელექტრონულ სისტემაში და მისი დამუშავება ხდება ყოველი სემესტრის
დასრულების შემდეგ.
გარე
შემფასებლის მიერ ჩატარებული საკლასო დაკვირვება, რომელიც კომბინირებულია
მასწავლებლის თვითშეფასებასა და სკოლის შეფასებასთან, ასევე არის მასწავლებლის
ობიექტური შეფასების გარანტი.
მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვა
ცენტრის მიერ შემუშავებული სარეკომენდაციო
კითხვარის ადმინისტრირებას სასკოლო
შეფასების ჯგუფი ანონიმურად ახორციელებს და
მასწავლებელთან ინდივიდუალურად განიხილავს შედეგებს. შესაძლებელია, კითხვარები მოდიფიცირდეს სკოლის სპეციფიკის
გათვალისწინებით. კითხვარებში ცვლილებები
სკოლის ადმინისტრაციას შეთანხმებული უნდა ჰქონდეს ცენტრთან. მასწავლებელი აანალიზებს გამოკითხვის შედეგებს და წარმოადგენს პროფესიული განვითარების თუ
დასაგეგმი აქტივობების შესახებ რეფლექსიას.
მასწავლებლი შეფასების ერთიან
სისტემაში ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწორად გამოიყენა გამოკითხვის
შედეგები საკუთარი პროფესიული განვითარების დაგეგმვისას. რეფლექსია ფასდება უნიფიცირებული კრიტერიუმებით. ამას არა უშავას
გარე შეფასება
საკლასო შეფასება გარე შემფასებლის მიერ
საგაკვეთილო პროცესის შეფასების მიზნით საკლასო
დაკვირვება უნიფიცირებული ინსტრუმენტით ხორციელდება ცენტრალიზებული გზით -
აღნიშნული ეხება მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებელს.
კონსულტირებისა
და მონიტორინგის ჯგუფი შედგება განათლების ექსპერტებისგან, რომლებიც დაქირავებულები არიან და იმართებიან მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
კონსულტირებისა და
მონიტორინგის ჯგუფი ადგენს, თუ რამდენად ობიექტურად მიმდინარეობს მასწავლებლის
თვითშეფასებისა და სკოლის მიერ
განხორციელებული შეფასების პროცესი. იგი მონიტორინგს უწევს საინფორმაციო ბაზაში
ელექტრონულ პორტფოლიოებს. ჯგუფი აფასებს სკოლის მიერ განხორციელებულ შეფასებას,
ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ აცნობებს ცენტრს, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე
იგეგმება შეფასების ჯგუფების კონსულტირება/გადამზადება.
განმეორებითი გადაცდომების შემთხვევაში დგება შეფასების ჯგუფის პასუხისმგებლობის
საკითხი. საბოლოო რეაგირებისთვის საკითხს საიდენტიფიკაციო კომისია განიხილავს.
ამავდროულად, მონიტორინგი ხორციელდება იმ შემთხვევაში, როცა გამოვლინდება
საჭიროება. კერძოდ, თუკი ერთმანეთს არ ემთხვევა მასწავლებლის თვითშეფასება და
სკოლის შეფასება, მონიტორინგის ჯგუფი სკოლას ეწვევა საკითხის შესასწავლად.
საიდენტიფიკაციო კომისია
საიდენტიფიკაციო
კომისია წარმომდგენლობითი ორგანოა, რომელიც საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარება. მისი წევრები არიან ზოგადი განათლების
ექსპერტები და მასწავლებლები. საიდენტიფიკაციო კომისია ზედამხედველობას უწევს
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მიმდინარე პროცესებს და
ყოველწლიურად იბარებს ანგარიშს. კომისია უფლებამოსილია რიგგარეშედ განიხილოს
პრობლემური საკითხები, მათ შორის საჩივრები.
დანართი #1
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დეცენტრალიზებული სისტემა
მასწავლებელთა
პროფესიული სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, კვლავ ამოქმედდეს პროფესიული
განვითარების დეცენტრალიზებული სისტემა. სხვადასხვა პროვაიდერის (უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები)
გამოჩენა შექმნის კონკურენტულ გარემოს, რაც მათ მიერ შემოთავაზებული პროდუქტებისა
და სერვისების ხარისხს გაზრდის.
თანდათანობით
გაიზრდება პროფესიული განვითარების საშუალებებზე ხელმისაწვდომობა.
პროფესიული
განვითარების პროგრამები მეტად იქნება მორგებული ადგილობრივი სკოლების საჭიროებებს.
პროფესიული
განვითარების დეცენტრალიზებული სისტემის პირობებში მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისთვის საჭირო თემატიკას.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთად პასუხისმგებელი იქნება პროვაიდერების მიერ
ორგანიზებული ტრენინგების ხარისხის უზრუნველყოფაზე.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მართვა
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების მომსახურების მართვის გაუმჯობესების ერთ-ერთ სანდო გზად
შესაძლებელია განვიხილოთ სკოლების მიზნობრივი დაფინანსება. აღნიშნული მოდელის ამოქმედების პირობებში სახელმწიფო ადგენს
თითოეული მასწავლებლის მიერ დროის ერთეულში (მაგ., სასწავლო წელი) პროფესიული
განვითარების კრედიტების მინიმალურ ლიმიტს (მაგ., 2 ან 4 კრედიტი) და შესაბამის მინიმალურ ღირებულებას. შემდეგ ყოველწლიურად
გამოყოფს საერთო ბიუჯეტს აკრედიტებული და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების
მოცულობისა და მის მიერ დადგენილი მინიმალური ღირებულების მიხედვით.. ამ
გაერთიანებულ მიზნობრივ სახსრებს სახელმწიფო ანაწილებს სკოლებზე მასწავლებელთა
ჯამური რაოდენობის მიხედვით. შესაძლებელია სახელმწიფომ სკოლების დაფინანსების
ფორმულაში დაადგინოს პროფესიული განვითარებისათვის სკოლის ბიუჯეტის მინიმალური
სავალდებულო წილი და ამგვარად გადასცეს სკოლას.
ასეთ
შემთხვევაში ინფორმაცია აკრედიტებული და
სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შესახებ ვრცელდება ცენტრალიზებულად
სამინისტროსა და პროცესში მონაწილე ეროვნული ცენტრების მეშვეობით ან პროგრამების
განმხორციელებელი ორგანიზაციების მიერ. კონკრეტული მასწავლებლის მიერ მოცემულ
ეტაპზე ამა თუ იმ პროგრამაში მონაწილეობასა და მისი დაფინანსების ოდენობის
შესახებ მასწავლებლის თვითშეფასებისა და
შიდა სასკოლო შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლა. სკოლის მიერ
ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს პედაგოგიური საბჭოს, სკოლის
ადმინისტრაციისა და სამეურვეო საბჭოს შეთანხმებას ყოველ კონკრეტულ მასწავლებელთან
მიმართებით. ეს ზრდის როგორც თითოეული
მასწავლებლის, ისე მთელი სკოლის პასუხისმგებლობას ერთმანეთის მიმართ. ასეთი
მიდგომა სკოლის ადმინისტრაციასა და სამეურვეო საბჭოს შესაძლებლობას აძლევს
გაზარდოს მასწავლებელთა თანადაფინანსება, თუკი სკოლის საერთო ბიუჯეტში არის შესაბამისი სახსრები. ხოლო ბიუჯეტის
სიმწირის შემთხვევაში, ზრდის მათ მოტივაციას მოიზიდონ დამატებითი სახსრები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის.
ასეთი
მიდგომისას მომსახურების მიწოდება მეტწილად განისაზღვრება ეროვნულ დონეზე გაკეთებული შეფასებით, თუმცა
მისი რელევანტურობის გაზრდა შესაძლებელია სკოლის დონეზე მასწავლებელთა შეფასების
სისტემის ამოქმედებისა და შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
თვითშეფასებისა და სკოლის მიერ შეფასების
გამო უფრო რელევანტური ხდება მოთხოვნა პროფესიული განვითარების მომსახურებაზე.
ამგვარი
მიდგომა, ერთი მხრივ, მეტად ახალისებს პროფესიულ განვითარებას სკოლის დონეზე და
თანამშრომლობითი ურთიერთობების დანერგვას, მეორე მხრივ, აბალანსებს მათ კომბინაციას ინდივიდუალურ პროფესიულ განვითარებასთან.
ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს პროფესიული განვითარების მომსახურების გამწევ
ორგანიზაციებს, რომ შესთავაზონ მასწავლებლებს მრავალფეროვანი და სკოლასთან
მიახლოებული პროგრამები. ეს, თავის მხრივ, ზრდის როგორც პროფესიული ორგანიზაციების,
ისე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოტივაციას, რომ აქტიურად
ითანამშრომლონ სკოლებთან.
ამგვარი
მიდგომა აბალანსებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის სახელმწიფო
სახსრების ადმინისტრირებას სამინისტროსა
და სკოლების დონეზე. შესაბამისად, აბალანსებს ფინანსურ პასუხისმგებლობასა და
ანგარიშვალდებულებას. ამასთან, ამცირებს ვაუჩერულ პრინციპთან შედარებით
მრავალჯერადი დაბეგვრით გამოწვეულ დანაკარგებს.
ეს
მიდგომა, წინა ორისგან განსხვავებით, თანაბრად უზრუნვეყოფს პროფესიული
განვითარების ოთხივე პრინციპის დაცვას.
სკოლის
მიერ მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების დადგენისა და შეფასების მოთხოვნა
ბიძგს აძლევს მასწავლებლის შრომის შეფასების კოლეგიალური მეთოდებისა და სკოლების თვითშეფასების სისტემის დანერგვას.
ეს დაეხმარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლების გარე
შეფასების სისტემის დახვეწასა და სანდოობის გაზრდაში. იმავდროულად, ხელს შეუწყობს თითოეული მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სანდო შეფასებისათვის სასკოლო
კომპონენტის ამოქმედებას.
წინა
ორი მიდგომისაგან განსხვავებით, მართვის
ეს მოდელი ხელს უწყობს მასწავლებლისა და
სკოლის ანგარიშვალდებულების ზრდას მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე, რაც
უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესიის საზოგადოებრივი პრესტიჟისა და განათლების
ხარისხის ამაღლებისათვის. იმავდროულად, ეს ხელს უწყობს სკოლის ადმინისტრაციული,
ფინანსური და აკადემიური ავტონომიურობის გაძლიერებას.
დანართი #2
საქმიანობების ჩამონათვალი
|
აღწერა
|
სიხშირე
|
პასუხისმგებელი
მხარე [5]
|
საკლასო
დაკვირვება
|
საკუთარ გარემოში მასწავლებელთა
საქმიანობაზე დაკვირვება, რომელიც
ეყრდნობა ობიექტურ, გაზომვად, გამჭვირვალე, სტანდარტიზებულ დაკვირვების ფორმას;
|
პრაქტიკოსი
მასწავლებელი
ორჯერ საფეხურზე
|
NAEC
|
ყველა
მასწავლებელი
ორჯერ წელიწადში
|
სკოლის ბაზაზე შეფასების ჯგუფი/ გარე მონიტორები
|
||
პროექტი
|
პროექტი, რომელიც სკოლის ბაზაზე ხორციელდება
სასწავლო მიზნებისთვის. იგი მოფიქრებულია, დაგეგმილია მასწავლებლის მიერ, სწორედ
მისი ზედამხედველობისა და ფასილიტაციის ქვეშ მიმდინარეობს, ჩართულები არიან
მოსწავლეები და სასწავლო გეგმის მოთხოვნებს ეფუძნება;
|
მინიმუმ წელიწადში ერთხელ
|
სკოლის ბაზაზე შეფასების ჯგუფი/ გარე მონიტორები
|
კლასგარეშე /
და სხვა
საქმიანობები
|
საქმიანობები, რომლებიც გამჭოლ კომპეტენციებს
ავითარებს, ასევე სადამრიგებლო საათის პროგრამის განსახორციელებელ აქტივობებს
ეხმიანება; თემის განვითარებისა და საქველმოქმედო მიზნების მქონე ღონისძიებები,
რომლებიც მასწავლებლის ფასილიტაციით მიმდინარეობს, ჩართულები არიან მოსწავლეები
და ესგ-ს მოთხოვნებს ეფუძნება;
|
მინიმუმ წელიწადში ერთხელ
|
სკოლის ბაზაზე შეფასების ჯგუფი/ გარე მონიტორები
|
პროფესიული განვითარების ღონისძიებები
|
საქმიანობები, რომლებიც ხელს უწყობს მასწავლებლის
კომპეტენციების განვითარებას საკლასო საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია
სკოლაში. ან მის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობდეს.
|
ტრენინგ საათები განსაზღვრულ- დაფინანსებული
სახელმწიფოსგან / სხვა ღონისძიებები ნებაყოფლობითია
|
აკრედიტებული კერძო და სახელმწიფო პროვაიდერები
|
გამოცდა
|
აქტივობა, რომლის მიზანია შეაფასოს მასწავლებლის
პროფესიული კომპეტენციების მიღწევის დონე (საგნობრივი ცოდნა და მეთოდოლოგია);
|
ერთხელ, მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
|
NAEC
|
კვლევა
|
საქმიანობების წყება, რომლებსაც ინიცირებს,
მართავს, გეგმავს, ახორციელებს (დამოუკიდებლად, ან კოლეგებთან ერთად), მასწავლებელი, რომლის მიზანიცაა
სწავლა-სწავლებაში პრობლემის იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა შესაბამისი
სამეცნიერო მეთოდოლოგიითა და ინსტრუმენტებით;
|
მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აუცილებელია უფროსი
მასწავლებლებისთვის, ნებაყოფლობითი ყველა დანარჩენისთვის
|
სკოლის ბაზაზე შეფასების ჯგუფი/ გარე მონიტორები
|
რეკომენდა-
ციები;
სხვა სასკოლო ინიციატივები
|
საქმიანობები, რომლებიც მენტორობის ფუნქციას
უკავშირდება, ეხმარება სხვა მასწავლებლებს, კოლეგებს და სკოლას.
|
სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე
|
სკოლის შეფასების ჯგუფი/ გარე მონიტორები
|
[1]
მუხლი 59. 8. 2015 წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მიიღება მხოლოდ უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლების მქონე პირი, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პროფესიული მომზადების პროგრამა და ჩაბარებული აქვს სათანადო სასერტიფიკაციო გამოცდა.
[3]
სახელმწიფო კომისია დროებითი წარმომადგენლობითი ორგანოა(ზოგად განათლების
ექსპერტები და მასწავლებლები), რომელიც მუშაობს სქემის იმპლიმენტაციამდე. მის კომპეტენციაში
შედის კრედიტების დადგენა, შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის შემუშავება, პილოტირების
პროცესის შედეგების ასახვა საბოლოოდ დოკუმენტში.
[4]
პროფესიული განვითარების სქემისადმი მასწავლებლების დამოკიდებულების კვლევა,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2012
[5] სკოლის დონეზე
შეფასების განსახორციელებლად შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომელთა
შემადგენლობაშიც შევლენ სკოლის ადმინისტრაცია, სქემის ფასილიტატორები, საგნობრივი
კათედრების წარმომადგენლები და სამეურვეო საბჭოს წევრები. ჯგუფის წევრების
რაოდენობა დამოკიდებული იქნება სკოლაში მასწავლებელთა რაოდენობაზე.
გარე მონიტორები არიან განათლების ექსპერტები, რომელიც დაქირავებულები
და მართულები TPDC-ს მიერ
NAEC არის გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი
აკრედიტებული ტრენინგების პროვაიდერები - სხვადასხვა ტიპის
საგანმანათლებლო ორგანიზაციები (სახელმწიფო, კერძო), რომელტა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებსაც
გავლილი აქვთ სახელმწიფო აკრედიტაცია
No comments:
Post a Comment